1-3 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიის ბაზაზე გაიმართა გასვლითი სკოლა, რომელშიც მონაწილეობა სრული, გაცვლითი, ორმაგი და ერთობლივი პროგრამების საერთაშორისო სტუდენტებმა მიიღეს.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას და მოესმინათ ლექციები, რომლებსაც უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები – მაია თოდუა და ნანა დიხამინჯია.
2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოუერთდა 70-მდე საერთაშორისო სტუდენტი 15-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან მედიცინის, ბიზნესის, კომპიუტერული ინჟინერიისა და გამოყენებითი გენეტიკის პროგრამებზე სასწავლებლად.



