სამედიცინო პროგრამა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას,  – მედიცინას, 2019 წლის 4 ივლისს აკრედიტაცია მიენიჭა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით. ს 2019 წლის 4 ივლისს. თავის მხრივ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ (WFME). ამასთანავე, მედიცინის პროგრამა განთავსებულია სამედიცინო სკოლების მსოფლიო სისტემაში (WDOMS). 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტეტის მედიცინის პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური, თანამედროვე მიდგომებისადმი ღია და შესაბამისი კომპეტენციებისთ, ცოდნისთა და უნარებისთ მქონე აღჭურვილი დიპლომირებული მედიკოსები, რომლებიც უპასუხებენ სფეროს ხვალინდელი დღის გლობალურ გამოწვევებს და იქნებიან კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის კურსდამთავრებული დიპლომირებული მედიკოსები შეძლებენ დიპლომისშემდგომი სწავლის გაგრძელებას, დასაქმებას უმცროს ექიმად ან/და პედაგოგიურ საქმიანობას. 

პროგრამის ამოცანებია:

  • სტუდენტებს მისცესისათვის სიღრმისეული და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნაის მიცემა, რომელშიც სადაც გათვალისწინებული იქნება სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ტენდენციები, ტექნოლოგიური მიღწევები და საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტები;
  • პრაქტიკული სწავლების მეშვეობით სტუდენტებს გამოუმუშავოს თანამედროვე ექიმისთვის დამახასიათებელი როლები და უნარები. ასევე, გააცნობიერებინოს სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკური ღირებულებების ის პრინციპები, რომელთაელიც ამ სისტემაში მომუშავე ექიმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსს წარმოადგენს;
  • სტუდენტებმა გააცნობიერონ სოციალური და ქცევითი მეცნიერებების  პრინციპები და მეთოდები საექიმო საქმიანობის ფართო კონტექსტში. ასევე, გააცნობიერონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობა და ექიმის როლი ამ სისტემაში; 
  • სტუდენტებს გამოუმუშავოს საკუთარ თავზე მუშაობის უნარი, მისცეს მას შესაძლებლობა, გაათვითცნობიერონს ცოდნისა და უნარების მუდმივი განახლების საჭიროება. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 წელი (12 სემესტრი, 360 კრედიტი)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი

პროგრამა