ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2010 წლის 10 სექტემბერს.
მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი მუშაობს ორი – სასწავლო და სამეცნიერო – მიმართულებით.
ინსტიტუტში მუშაობენ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები. აქ ხორციელდება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა და მედიცინის სადოქტორო პროგრამები.
ინსტიტუტი ხელს უწყობს პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელებას და უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი პროექტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ეფედრონული ენცეფალოპათია – მანგანუმური პარკინსონიზმი, მისი სამედიცინო და სოციალური ასპექტები;
- ღეროვანი უჯრედებისა და ოსტეოპლასტიკური მასალების კომბინირებული გამოყენება ყბა–სახის ტრავმული დაზიანებების დროს;
- ძვლის ტვინის მეზენქიმიური ღეროვანი უჯრედების სამკურნალო როლი პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს;
• თავისა და სახის მიდამოს ტკივილი და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხსა და შემეცნებით–შფოთვით აშლილობებზე
